ჩვენი კომპანია შეიქმნა 2013 წელს და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს საოჯახო ტექსტილის, კერძოდ საფარდე ქსოვილის მიმართულებით.

ბოლო 2 წელია ჩვენი ინტერნეტ გვერდის საშუალებით გვაქვს ფარდების გაყიდვების ონლაინ სერვისი, სადაც ჩვენს მომხმარებლებს ფარდების შეძენა შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, იგივე ფასად რამდენიც მაღაზიაში ღირს. ადგილზე ხდება ზომების აღება და კონკრეტული ოთახისთვის შესაფერისი დიზაინის შერჩევა.

ჩვენს კომპანიას აქვს ასევე პროფესიონალური მკერავებისგან დაკომპლექტებული საკუთარი სამკერვალო, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს მომხმარებლებს გავუწიოთ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურეობა.